აღკვეთის ღონისძიება
თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და გიორგი ბაჩიაშვილისთვის ცემის იმიტაციაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი ქემოკლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ქემოკლიძის ადვოკატი გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ დაცვის მხარემ დეტალურად დაასაბუთა, რატომ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული წინასწარი პატიმრობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
საქმე ეხება 11 ივლისს გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ პატიმარს შორის საკანში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტს, რის შემდეგაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში მოხვდა. სუს-ში მიმდინარე გამოძიების თანახმად, ბაჩიაშვილმა ცემის ინსცენირება მოაწყო, რაშიც მას სწორედ გიორგი ქემოკლიძე დაეხმარა.
გამოძიების ინფორმაციით, ქემოკლიძემ ორჯერ წაშალა საკანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალაც. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.