ჩავარდნილი დამხობის საქმე - შეფასებები
ამ წუთებში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 7 პირის სასამართლო იმართება. მსჯელობენ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. მამუკა ლაბუჩიძეს, კონსტანტინე კოკაიას, ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, გურიელ ქარდავას, ზურა ჭავჭანიძესა და კობა ეპიტაშვილს ბრალად ედება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. პროკურატურა პატიმრობას, ადვოკატები კი ითხოვენ მათი აღკვეთი ღონისძიების გარეშე ან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.