აღკვეთის ღონისძიება

ამ წუთებში სასამართლო რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, მერაბ ბესელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ბესელია რაგბის კავშირში მომხდარი დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს, მას ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

დაჭრილია მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი. მას მცირე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. პროკურატურა მერაბ ბესელიასთვის პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი სასამართლოს ქონების უზრუნველყოფით, 20 ათასი ლარის გირაოს სთავაზობს.