საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტერორისტული დაჯგუფების წევრი და წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ რუსთავში დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა. მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებულს ბრალად საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა ედება.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია და განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი. ის ასევე არის საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონე.
თემაზე ჩვენი ჟურნალისტი ხატია ჯამალაშვილი მუშაობს – რა ინფორმაცია ვრცელდება დაკავებულზე და რა ითქვა სასამართლო პროცესზე?