აღკვეთის ღონისძიება

15:20, 30.09.2023

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამის მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის სანდრო ინაური წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროკურორის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებების ერთობლიობა, რომ მძიმე კატეგორიის დანაშაული ბრალდებულმა ჩაიდინა და მისი მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება.

დაცვის მხარე დაკავებულის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაზეც ადვოკატმა მოსამართლისგან უარი მიიღო. თავად ბრალდებულმა სხდომაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა. წინა სასამართლო სხდომა 20 ნოემბერს ჩაინიშნა.

 

მსგავსი