აღკვეთის ღონისძიება
მოსამართლე სათათბიროდაა გასული ოთხი პირის საქმეზე, რომელიც ასევე 20 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახე, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში უნდა გახდეს ცნობილი.
მათ შორის ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილია. ოთხივე პირი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზეა დაკავებული.