აღკვეთის ღონისძიება

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცისთვის აღკვეთის ღონისძიების პროცესი მიმდინარეობს. 65 წლის მამაკაცს სახაზინო ადვოკატი იცავს, პროკურატურა კი დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს.

58 წლის მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი გუშინ ღამით დააკავეს. გამოძების ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, დანაშაულის იარაღი კი ბლაგვი საგანი, სავარაუდოდ ჩაქუჩი იყო. შემთხვევის დროს სახლში ცოლ-ქმრის გარდა, მათი შვილიც იმყოფებოდა. ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, ბრალდებული კი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.