აღკვეთის ღონისძიება

ბორჯომში, შვილის მკვლელობაში ბრალდებული 62 წლის ქალი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. პროცესზე პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა.

ბრალდების მხარის განმარტებით, ბრალდებულმა შვილს გულ-მკერდის არეში ჭრილობა დანით მიაყენა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. პროკურატურის ბრალდებებს არ ეთანხმება დაკავებულის ადვოკატი, რომელიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულია. უფლებადამცველმა სასამართლოს სამედიცინო დოკუმენტები გადასცა, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილს რიგი დაავადებები ჰქონდა და ფსიქოემოციურად გაუწონასწორებელი იყო.