აფეთქებები ბელგოროდში

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქება მოხდა. რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, აფეთქებებს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. მანამდე ცეცხლი გაუჩნდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ობიექტს, რომელიც  ბელგოროდის რეგიონში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს. შემთხვევის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა და შვიდი სახლი დაზიანდა.