აფეთქება კაბალში

აფეთქებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ლაგოდეხის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული რ. ა. და 1989 წელს დაბადებული გ. მ. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს და 4 ოქტომბერს, წარსულში არსებული ფინანსური დავის ნიადაგზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები თანასოფლელების – მ.ნ.-ის და ი.მ.-ის საცხოვრებელი სახლების ეზოებში ხელყუმბარები ააფეთქეს, რის შედეგადაც დაზიანდა აღნიშნული მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები.

პოლიციამ ორივე ბრალდებული ლაგოდეხში დააკავა. დანაშაულები ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მომხდარ დანაშაულებში შესაძლო მონაწილე პირების დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება.