ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის პრეზენტაცია გაიმართა. სწავლების დეტალები ღონისძიების მონაწილეებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გააცნო. ასევე წარადგინა ექსპერტები, რომლებიც სამთვიან სასწავლო პროგრამას გაუძღვებიან. მომზადების კურსი მოიცავს როგორც საგამოცდო პროგრამაზე მორგებულ სასწავლო კომპონენტებს, ასევე შემაჯამებელ თემატურ სესიებს. საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და ის 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.