ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია

რა ეთიკური შეზღუდვები ვრცელდება ადვოკატებზე სოციალურ მედიაში და როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მოსამართლეებთან დიალოგი – უფლებადამცველები ოცზე მეტი ქვეყნიდან პროფესიის თანამედროვე გამოწვევებს განიხილავენ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ადვოკატთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ფარგლებში იმართება. ღონისძიებას, ასოციაციების წარმომადგენლების გარდა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე ესწრება.