ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება

13:10, 14.12.2019

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს ეხმაურება. დავით ასათიანი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროცესის დროს მრავალი პრობლემა და გამოწვევა გამოჩნდა, რაც სასამართლოს წინაშე დგას, არჩევის პროცესი პოზიტიური და გამჭირვალე იყო.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო ინსტიტუტების კრიტიკა მისაღებია. კომენტარი გააკეთა ასევე უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულმა მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძემაც.

მსგავსი