ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იურიდიული დახმარების შესახებ კანონში დაინიცირებულ ცვლილებებს ეხმაურება. ირაკლი ყანდაშვილის განმარტებით, ადვოკატის დამოუკიდებლობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის წევრებთან კომუნიკაცია შედგა, სავარაუდოდ, ორშაბათს კი საკითხთან დაკავშირებით იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდებიან.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც მოქმედი კანონით თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე, ცვლილებებით პრემიერ-მინისტრის წინაშე ხდება ანგარიშვალდებული.