ადვოკატთა ასოციაციამ 2019 წლის მუშაობა შეაჯამა

ადვოკატთა ასოციაციამ 2019 წლის მუშაობა შეაჯამა. შეხვედრა ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. ანგარიში ასოციაციის ხელმძღვანელმა წარადგინა. რა ღონისძიებები გატარდა საადვოკატო სფეროში, ასევე როგორია უფლებადამცველების ჩართულობა მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით.

ადვოკატებმა დღევანდელ კრებაზე ასევე ისაუბრეს, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით. დღესვე ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა ეთიკისა და სარევიზიო კომისიების წევრები აირჩიეს.