ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ

15:12, 07.11.2025
გენერალურმა პროკურატურამ, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ადვოკატებს საქმის მასალები დღეს გადასცა. ადვოკატების შეფასებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ბრალდებები კი რეალურ საფუძველსაა მოკლებული.
ნიკა გვარამიას ადვოკატის თქმით, ერთადერთი, რაზეც ბრალდებულს მოედავებიან, არის საჯაროდ გაკეთებული განცხადებები და სხვა ბრალდებების მტკიცებულება არ არსებობს მასალებში. ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, მასალები 36-ტომიანია და აერთიანებს 2024 წლის ნოემბრიდან შეგროვებულ მასალას, რასაც კავშირი არ აქვს ნიკა მელიასთან. ადვოკატების თქმით, პროცესი მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებასა და საზოგადოების ყურადღების გადატანას სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისგან.
საბოტაჟის საქმეზე 8 ბრალდებული ოპოზიციის ლიდერიდან 6 პატიმრობაშია, ხაზარაძისა და ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე კი სასამართლომ კანონით დადგენილ ვადაში უნდა იმსჯელოს. ცნობილია, რომ პროკურატურა მათთვის აღკვეთის სახით გირაოს მოითხოვს. 

მსგავსი