მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა ციხეში მოინახულეს

რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, გაიკეთოს ნებისმიერი ნარკოტესტი ციხეში. ასევე, ადვოკატების თქმით, სააკაშვილს ამ დრომდე არ აქვს ტელევიზორი. მათ შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთეს და განაცხადეს, რომ მიუხედავად მათი წერილობითი მოთხოვნისა, არ ინიშნება სასამართლო პროცესები და მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე აკრძალული აქვს სატელეფონო კომუნიკაცია.

ადვოკატები ასევე გამოეხმაურნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას. დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თავს მედგრად გრძნობს და არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემები არ აქვს. ასევე, სიცრუე უწოდეს გავრცელებულ ინფორმაციას, მის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით.