ადვოკატები აქციაზე დაკავებულებს შეხვდნენ

ლევან იოსელიანი ამ წუთებში დაკავებულების მოსანახულებლად ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ის ადგილზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა. 

ადვოკატების ნაწილი კი რომლებიც შეხვდნენ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფებს, ამბობენ, რომ მათ დაზიანებები აღენიშნებათ და საჭიროა ამ ფაქტების შესწავლა. ადგილზე დილიდან იმყოფებიან დაკავებულების ოჯახის წევრები. გამოძიება მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. გამთენიისას აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველზე და მის მიმდებარედ, ნაწილი კი თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს.