ადმინისტრაციული საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

15:16, 10.02.2025

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ცხრა პირის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო მიმდინარეობს. გელა მთივლიშვილს, ნინო ქათამაძეს, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძეს, ქეთევან ფილაურს, მაია ცირამუას, ირინა ზარანდიას, გივი ცინცაძესა და ეკა კუხალაშვილს 174-ე პირველი პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან. მათ აქცია მოსამართლის სახლთან გამართეს.

დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, მოსამართლე ციცინო მოსიძემ საქმის განხილვა შეაჩეროს, ვინაიდან, ადვოკატების თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ეკა კუხალაშვილის ადვოკატმა, ვალერი თევდორაძემ დააყენა შუამდგომლობა, წარმოადგინოს ბრალდების მხარემ საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის საცხოვრებელი სახლების, მათ შორის ბაკურიანის სახლის საკადასტრო ამონაწერი იქნება. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, აღნიშნულმა პირებმა აქცია გამართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ოქროპირაშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან მოსამართლემ განხილვაში არ მიიღო მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

მსგავსი