გიორგი ბახუტაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. მსახიობი ამბობს, რომ ის უკანონოდ დააკავეს. მისივე თქმით, სამართალდარღვევის ოქმში ის პოლიციელებია მითითებული, რომლებსაც ის არ დაუკავებია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბახუტაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.