ადმინისტრაციული საქმეების განხილვა სასამართლოში

ხატია დეკანოიძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გადაწყვეტილება 10 მარტს გამოცხადდება. დღევანდელი სხდომა მტკიცებულებათა გამოკვლევისთვის გადაიდო. ბრალდების მხარეს დაევალა ვიდეომტკიცებულებების თავიდან წარმოდგენა, რადგან სხდომაზე არსებულ მასალას ხმა არ ჰქონდა.

საგამოძიებო უწყება ხატია დეკანოიძეს ედავება 17 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას, როცა ამის საჭროება არ იყო. დეკანოიძე ბრალს არ ეთანხმება და ამბობს, რომ მას კანონდარღვევა არ ჩაუდენია.