ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის, ისაკო დევაძის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობს. მის ბინაში რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩხრეკა ჩაატარა, სწორედ ამ დროს მოხდა დევაძის ადმინისტრაციული წესით დაკავება. დევაძის თქმით, ის უკანონოდ აიყვანეს.
გამოძიება ისაკო დევაძეს 173-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისაკო დევაძე მესამე დღეა შიმშილობს.