ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები

ბათუმში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვა გრძელდება. 11,12 და 31 იანვრის აქციებში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი 22 პირის პროცესი გადაიდო, მათ შორის ელენე ხოშტარიასა და გიორგი კირთაძის საქმეები. შეტყობინებები მიუვიდათ აქციის იმ მონაწილეებსაც, რომლებიც ზებრა გადასასვლელებზე მოძრაობით გამოხატავდნენ პროტესტს.

პროცესები ადვოკატების შუამდგომლობით გადაიდო, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ სასამართლოს არა 22, არამედ გაცილებით მეტ პირზე უნდა ემსჯელა ისე, რომ ამის შესახებ ინტერესების დამცველებმა სხდომაზე გაიგეს, ბრალდებულთა ნაწილს არც უწყებები მისვლიათ და არც ინფორმაცია მიუღიათ.