ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა გაიმართა. საუბარია სტიკერის გაკვრის ეპიზოდზე. პროცესი გადაიდო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თქმით, ვერ მოხერხდა მზია ამაღლობელის დისტანციურად ჩართვა. ადვოკატის თქმით კი, სხდომის შესახებ ინფორმაცია მას და მზია ამაღლობელს არ ჰქონიათ.

პროცესის გადადებამდე შსს-ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თანდართული მასალებით მზია ამაღლობელისთვის არ ჩაუბარებიათ. მედიამენეჯერი და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 37 დღეა, შიმშილობს.