20 ივნისის საქმეზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს დიდმა პალატამ, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. 26 მოსაჩივრიდან – 24-ის მიმართ სასამართლომ წამების აკრძალვის მუხლის დარღვევა დაადგინა და აქედან 14-ის მიმართ, გამოხატვის თავისუფლების, 11-ის წინააღმდეგ კი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების დარღვევა. სასამართლოს მთავარი მიგნება არის ის, რომ ძალა არაპროპორციულად იყო გამოყენებული, ვინაიდან დაშავდნენ ისეთი პირებიც, რომელთა მონაწილეობაც საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრისა და ძალადობრივ მოქმედებებში ვერ დასტურდება. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ეს პროცესები გადაიზარდა ძალადობრივ აქციაში და რომ პარლამენტში შეჭრისა და მისი შტურმის მცდელობები, დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
უფრო მეტს თემაზე სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის.