ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება
ადამიანის უფლებათა ცენტრმა 28-29 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ბოლო პერიოდში გამოხატულმა სურათმა აჩვენა, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ქვეყანაში უსაფრთხო აღარაა. უფლებადამცველების განცხადებით, ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე აუცილებელია, სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის თქმით, ისინი იცავენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, გურამ როგავასა და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, დავით ცაგარელის სამართლებრივ ინტერესებს. რომლებსაც საპოლიციო ძალები, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, უფლებადამცველების თქმით, არცერთ მათგანს ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, შესაბამისად, ცენტრი მიმართავს საგამოძიებო უწყებას, რომ დროულად მოხდეს ამ პირთა დაზარალებულად ცნობა და თავდამსხმელების იდენტიფიცირება.