აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმინეს

21:30, 19.07.2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენა და ოპოზიციის კრიტიკა. თორნიკე რიჟვაძე და მისი გუნდი  პრიორიტეტად ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს ასახელებს.  6-საათიანი განხილვის შემდეგ, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის დასახელებულ კანდიდატებს კონკრეტული ხედვები არ აქვთ. უმრავლესობა კი რიჟვაძის ეკონომიკური პოლიტიკით კმაყოფილია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს უმაღლესი საბჭო 21 ივლისს დაამტკიცებს. რიგგარეშე სესიის თარიღი ხვალ ბიუროს სხდომაზე ჩაინიშნება.

მსგავსი