აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ძალოსნებს შეხვდა

15:33, 23.04.2025

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატში საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შეხვდა. ნაკრების შემადგენლობაში აჭარიდან ორი სპორტსმენი – რამინ შამილიშვილი და ბაქარ თურმანიძე ასპარეზობდნენ. აჭარის სპორტის დეპარტამენტი გამარჯვებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს ფულად ჯილდოს გადასცემს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ჯამში ცხრა მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა.

მსგავსი