აჭარის მაღალჩინოსნების სასამართლო

15:02, 01.06.2019

ამ წუთებში სასამართლო ბათუმის ყოფილი მერისა და მასთან ერთად დაკავებული მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. სხდომაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, პროკურატურამ შვიდივე ბრალდებულის შემთხვევაში პატიმრობა მოითხოვა. გამოძიება მათ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საქმე 2015 წელს ე.წ. იაფი სახლების პროექტის შესასრულებლად ჩატარებულ ტენდერს ეხება.

მერაბ წულუკიძე აშუქებს ბათუმში მიმდინარე სასამართლო პროცესს და ის ახლა მხარეთა პოზიციებს გაგვაცნობს.

მსგავსი