აჭარის მაღალჩინოსნების სასამართლო

უკვე ოთხი საათია, ბათუმის საქალაქო სასამართლო ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. შვიდივე დაკავებულისთვის პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. გირაოს შუამდგომლობას აყენებს დაცვის მხარე.

გამოძიება ქალაქის ყოფილ მერს და მასთან ერთად დაკავებულ პირებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, თუმცა არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

მერაბ წულუკიძე აშუქებს მიმდინარე სასამართლო პროცესს.