90-იანი წლების სერია ა-ს გამორჩეული კლუბები #7 - ფიორენტინა #ტაიმაუტი

გრძელდება ჩვენი ციკლი 90-იანი წლების იტალიური ფეხბურთის შესახებ. ამჯერად ამ პერიოდის ფიორენტინას ისტორიას გავიხსენებთ. ფლორენციელი კლუბის წარმატებული წლები დიდი ფეხბურთელების სახელებს უკავშირდება. 80-იანი წლების ბოლოს რობერტო ბაჯოს და 90-იანი წლების დასაწყისში გაბრიელ ბატისტუტას ფიორენტინაში გამოჩენა კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვან პერიოდად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, ფიორენტინამ ამ წლების განმავლობაში ვერც სკუდეტო და ვერც ევროთასები მოიპოვა. 80-იანი წლებისა და 90-იანი წლების ფიორენტინას ისტორიას უკეთესად ჩვენი მომზადებული სიუჟეტიდან გაიგებთ.

#ტაიმაუტი