9 მაისი - ზელენსკის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი 9 მაისს და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 77 წლისთავს გამოეხმაურა. „გვეამაყება ჩვენი წინაპრების, რომლებმაც ანტიჰიტლერული კოალიციის წევრებთან ერთად, ნაციზმი დაამარცხეს, ამ გამარჯვების მიტაცების უფლებას არავის მივცემთ, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებდა, რომ უკრაინა უარს იტყოდა 9 მაისის აღნიშვნაზე და სიტყვა „დენაციფიკაცია“ მნიშვნელობას შეიძენდა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ნაციზმის წინააღმდეგ მილიონობით უკრაინელი იბრძოდა და მათ ნაცისტები განდევნეს ლუგანსკიდან, დონეცკიდან, ხერსონიდან და მელიტოპოლიდან, ასევე მარიუპოლიდან და ყირიმიდან. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ისევ შეძლებს ოკუპანტების განდევნას აღნიშნული ქალაქებიდან.