გენო პეტრიაშვილი სამგზის მსოფლიო ჩემპიონია

გენო პეტრიაშვილი სამგზის მსოფლიო ჩემპიონია. ყაზახეთში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ქართველმა ფალავანმა ტიტულოვანი თურქი მოჭიდავე ტაჰა აკგული ფინალურ, დაძაბულ ორთაბრძოლაში, ბოლო წამებში დაამარცხა.

პეტრიაშვილიმა ზედიზედ მესამედ მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. დღესვე საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი ირაკლი მწითურმა მოუპოვა. ხვალ ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვების შანსი, 61 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ლომთაძეს ექნება. იგი ფინალში რუს მოჭიდავეს დაუპირისპირდება. ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.