7 ნოემბრის საქმე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რეზონანსული საქმის დღემდე უცნობ დეტალებს იხსენებს.

შვიდი ნოემბრის საქმეზე სასამართლომ დღეს ზურაბ ნოღაიდელის ჩვენება მოისმინა. ეს არის საქმე, რომელიც შვიდი ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, ტელეკომპანია იმედში შეჭრის და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის ეპიზოდებს აერთიანებს.

მოწმის სახით დაკითხულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ იმდროინდელი პრეზიდენტი იმედის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლით იყო დაინტერესებული.

ნოღაიდელმა ვრცლად ისაუბრა, როგორ და რა პირობით აწარმოებდა პირადად ის ტელევიზიის მფლობელთან მოლაპარაკებებს და რა მოხდა 11 წლის წინანდელი აქციის დარბევის და იმედში სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის შემდეგ.

ექსპრემიერის ჩვენების მიხედვით, ძალოვანი უწყებების მაშინდელი მაღალჩინოსნები 2007 წლის შვიდი ნოემბრის შედეგებით კმაყოფილები იყვნენ.