7 ნოემბრის საქმე - სააკაშვილის სასამართლო

ამ წუთებში 7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს არ ესწრება თავად ბრალდებული. სააკაშვილის ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო, ის სასამართლოში ვერ მოვიდა.

სხდომას თეო ხუბულავა აშუქებს და ახლა ის „მოამბის“ პირდაპირ ეთერს უერთდება.