7 ნოემბრის საქმე - სააკაშვილის სასამართლო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა – 7 ნოემბრის საქმის განხილვას პირველად ესწრება პატიმარი ექსპრეზიდენტიც. სასამართლოს შენობასთან მისი მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც, იყო მცირე ინციდენტებიც.

სხდომის განმავლობაში რამდენჯერმე იყო დაპირისპირება, კამათი მოჰყვა პროკურორის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარეს სურდა მტკიცებულებების გამოკვლევა.

პროკურორის ინფორმაციით, საუბარი იყო ასევე ვიდეომტკიცებულებებთან დაკავშირებითაც, თუმცა, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიხელ სააკაშვილისთვის მიეცა ნება, საკუთარი სიტყვა ბოლომდე დაესრულებინა.