7 ნოემბრის საქმე – მიხეილ სააკაშვილის სასამართლო
7 ნოემბრის საქმეზე ირაკლი რუხაძე იკითხება. საუბარია მიხეილ სააკაშვილის ბრალდების კიდევ ერთ ეპიზოდზე. რუხაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ტელეკომპანია „იმედის“ გარშემო განვითარებული მოვლენები გაიხსენა. ასევე ისაუბრა მაშინდელ მმართველ გიორგი თარგამაძესთან დიალოგზე.
რუხაძის თქმით, ბადრი პატარკაციშვილმა თარგამაძეს გადასცა ჩანაწერი, რომელიც „იმედის“ ეთერში უნდა გასულიყო, თუმცა, თარგამაძემ ჩათვალა, რომ ეს ჩანაწერი რისკის შემცველი იყო და არ გაუშვა. მოგვიანებით მასალა „რუსთავი 2“-მა უკვე დამონტაჟებული სახით გაუშვა, რის შედეგადაც, რუხაძის თქმით, ჩანაწერში აზრი სრულად არ იყო ასახული.
საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ტყუილია და მასალა არ ყოფილა დამონტაჟებული. მსჯავრდებული პრეზიდენტის თქმით, პატარკაციშვილი მხილებულ იქნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, ეს დაიჯერეს მისმა ჟურნალისტებმა და დახურეს თავად ტელევიზია. ამ წუთებში ირაკლი რუხაძის დაკითხვა დახურულ რეჟიმში გრძელდება.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.