7 ნოემბრის საქმე – მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

15:10, 28.09.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდების მოწმე, ბადრი პატარკაციშვილის ახლო მეგობარი, ტარიელ შავერდაშვილი დაიკითხა. მოწმემ პროცესზე დეტალურად გაიხსენა ბადრი პატარკაციშვილისა და მაშინდელი ხელისუფლების ურთიერთობა.

მოწმის თქმით, მაშინდელ ხელისუფლებასთან პატარკაციშვილის ურთიერთობა გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დაეძაბა. პროცესს ესწრებოდა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილიც.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

ბრალი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

მსგავსი