7 ნოემბრის საქმე და სააკაშვილის ბრალდების ეპიზოდი

7 ნოემბრის საქმე და მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ეპიზოდი. სხდომას მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედიდან“ ჩაერთო დისტანციურად და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.

გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. დაიკითხა მოწმე კახა ყურაშვილი, რომელიც 2007 წელს კომუნიკაციების კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსი იყო. ყურაშვილმა ვრცლად ისაუბრა ტელეკომპანია „იმედისთვის“ ლიცენზიის შეჩერების ეპიზოდზე და აღნიშნა, რომ „იმედისთვის“ ლიცენზიის შეჩერების საკითხში, კომისიის წევრებთან ერთად, ჩართული იყო მურთაზ ზოდელავაც.

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. ამავე საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.