დღესვე იმსჯელეს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ბრალდების საქმეზე. ამ ეპიზოდზე მას 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავებიან.
პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა. ის შინაგან საქმეთა სამინიტროს ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც თქვა, რომ მას პირადად დაევალა მისულიყო „იმედში“ და გაეთიშა მაუწყებლობა. სხდომას დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილიც. ისაუბრა მის განაჩენებზე და თქვა, რომ მის წინააღდეგ უსამართლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ის ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის.