2007 წლის 7 ნოემბრის საქმე და მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ეპიზოდი. აქციის დარბევის საქმეზე ვასილ მაღლაფერიძე დაიკითხა, რომელსაც იმ პერიოდში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა.
ვასილ მაღლაფერიძემ დაადასტურა მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში თათბირი, სადაც აქციის დარბევა დაიგეგმა.
ვასილ მაღლაფერიძის გამოკითხვას ბელა ზაქაიძე ესწრებოდა, რომელიც უფრო მეტ დეტალს გაგვაცნობს.