7 ნოემბრის დარბევისა და „იმედში“ შეჭრის საქმე

2007 წლის 7 ნოემბრის დარბევისა და ტელეიმედში სპეცრაზმის შეჭრის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ტელევიზიის ერთ-ერთი წამყვანი, ლევან ჯავახიშვილი დაიკითხა. პირდაპირ ეთერში სპეცრაზმის შეჭრისას სწორედ მას მიჰყავდა საინფორმაციო გამოშვება. მან ისაუბრა ეთერიდან აყენებაზე, საეთეროში ძალოვნების შევარდნაზე, ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობაზე, მუქარაზე და ტექნიკის დაზიანებაზე.

შემდეგი პროცესი 25 ივნისს კვლავ ბრალდების მოწმეთა დაკითხვით განახლდება. სააკაშვილთან ერთად, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული არიან გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.