დაკავება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა. საუბარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების მაშინდელ უფროსზე.

ამავე საქმეზე გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ხუთი თანამშრომელია დაკავებული, სამი თანამშრომელი კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.