თელავში გუშინ სამი ახალგაზრდა დაჭრეს

სამი ახალგაზრდა დაჭრეს წუხელ თელავში. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ინციდენტი შელაპარაკებით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ,  წარსულში მომხდარი შემთხვევა გახდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მათ ღია ჭრილობები და მოტეხილობები აღენიშნებათ. სამივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. გამოძიება უკვე დაწყებულია.