იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებაზე გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად გამორიცხავს. მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს გუშინდელი განცხადება ფაქტებით არ ჰქონდათ გამყარებული.

სარჯველაძე აღნიშნული საკითხის უკეთ გაანალიზებისთვის კონკრეტული ფაქტების წარდგენას ითხოვს.