4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესები
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რვა პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვიდ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ერთი დაკავებული ია დარახველიძე კი 10-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გირაოს გამოყენება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობით აიხსნა, რადგან დაკავებულს გუშინ წინასწარი მოთავსების იზოლატორში ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა.
პროკურატურა აღნიშნულ პირებს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობას ედავება.