4 ოქტომბრის საქმე

12:15, 10.12.2025

ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მხარეები შესავალ სიტყვას ამბობენ.

სახელმწიფო ბრალდება მათ, რამდენიმე მუხლით ედავება. მათ შორის არის საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ასევე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მსგავსი