4 ოქტომბრის საქმე – სუს-მა ძებნილი ბექა ჭულუხაძე დააკავა
დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სამართალდამცავი უწყებები ცხრა თვის განმავლობაში ეძებდნენ. ბექა ჭულუხაძე პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი, ადვოკატი კი უახლოეს დღეებში მოინახულებს. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, დაკავებული ბრალს არ აღიარებს, გამოძიება კი მას 2025 წლის 4 ოქტომბერს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება. სწორედ ამ ბრალდებით დააკავეს ის საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ-პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში.
არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ გარდა აღნიშნული კვალიფიკაციისა, გამოძიება მუშაობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე დივერსიული აქტის, თუ საზღვრის უკანონო კვეთის მომზადების მიმართულებით.