4 ოქტომბრის საქმე – სასამართლო პროცესი

15:13, 21.09.2026

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების პროცესები გრძელდება. განიხილება მარიამ მეყანწიშვილის, ნანა სანდერის, აბო ნავერიანისა და ანტონ უპერის ეპიზოდი. მხარეები შესავალ სიტყვებს ამბობენ. ადვოკატების თქმით, არცერთი მათგანი ბრალს ამ ეტაპზე არ აღიარებს და საპროცესო შეთანხმებაზეც უარს აცხადებენ. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნანა სანდერს 7-წლიანი პატიმრობა, აბო ნავერიანს და ანტონ უპერს კი 5-5 წელი თავისუფლების აღკვეთა, მარიამ მეყანწიშვილს 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

მსჯავრდებულებს ბრალი რამდენიმე მუხლით ედებათ: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

მსგავსი