4 ოქტომბრის საქმე და ბაჩო ახალაიას დაკავება

12:13, 29.12.2025
პოლიტიკური შეფასებების თემაა 4 ოქტომბრის საქმე და ბაჩო ახალაიას დაკავება. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი რევოლუციური სცენარის დაგეგმვაში და სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ ახალაიას დაკავებით ხელისუფლება სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას ცდილობს.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დააკავა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახალაია ბრალს არ აღიარებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული და რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია მოთავსებული.

მსგავსი